პირველადი ავტორიზაცია და მოწყობილობის დაკავშირება (Pairing)
ინსტრუქცია RestIQ-ის აპლიკაციის პირველი გაშვებისა და Pairing PIN-კოდის გამოყენებით მოწყობილობის რესტორნის ქსელთან დაკავშირების შესახებ.
RestIQ-ის აპლიკაციის სრულიად ახალ მოწყობილობაზე (კომპიუტერზე ან პლანშეტზე) პირველად გაშვებისას, სისტემამ უნდა მოახდინოს მისი იდენტიფიცირება. ამისათვის გამოიყენება დაკავშირების სპეციალური კოდი — Pairing PIN.
გახსენით RestIQ აპლიკაცია თქვენს სამუშაო მოწყობილობაზე.

აპლიკაციის პირველადი გაშვების ეკრანი Pairing PIN-ის შესაყვანი ცარიელი ველით
ეკრანზე გამოჩნდება Pairing PIN-ის მოთხოვნა. ეს უნიკალური კოდი გენერირდება RestIQ-ის ადმინ პანელში (Back-office) ან შეგიძლიათ მოითხოვოთ RestIQ-ის მთავარი ადმინისტრატორისგან.

RestIQ ადმინ პანელი (Web), სადაც ნაჩვენებია ახალი მოწყობილობის დამატების და PIN-ის გენერაციის ღილაკი
შეიყვანეთ მიღებული კოდი და დააჭირეთ დასტურის ღილაკს.

: Pairing PIN-ის შეყვანის პროცესი და დასტურის ღილაკი
სისტემა ავტომატურად დაუკავშირდება სერვერს და განსაზღვრავს, თუ რომელ რესტორანსა და ქსელს ეკუთვნის ეს კონკრეტული კომპიუტერი. წარმატებული ავტორიზაციის შემდეგ მოწყობილობა მზად იქნება სამუშაოდ და თანამშრომლები შეძლებენ სისტემაში საკუთარი პირადი PIN კოდებით შესვლას.

: წარმატებული დაკავშირების შეტყობინება და გადასვლა თანამშრომლის სტანდარტულ ავტორიზაციის ეკრანზე
თქვენი აზრი გვეხმარება დოკუმენტაციის გაუმჯობესებაში

