სტოპ-ლისტის მართვა
ინსტრუქცია RestIQ-ის სისტემაში ამოწურული პროდუქტების სტოპ-ლისტში დამატებისა და მენიუდან მარაგის კონტროლის შესახებ.
როდესაც რესტორანში რომელიმე პროდუქტის ან კერძის მარაგი იწურება, მისი გაყიდვის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია პროდუქტის სტოპ-ლისტში დამატება. მიჰყევით ამ ნაბიჯებს:
მთავარ ეკრანზე, ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ მენიუს ღილაკს.

ჩამოშლილ მენიუში აირჩიეთ "სტოპ-ლისტი".

გაიხსნება სტოპ-ლისტის მართვის პანელი, სადაც მარჯვენა მხარეს გამოჩნდება მენიუს კატეგორიები. სტოპ-ლისტში პროდუქტის დასამატებლად, უბრალოდ მოძებნეთ სასურველი პროდუქტი კატეგორიებში და დააჭირეთ მას. ეკრანის მარცხენა მხარეს გამოჩნდება "სტოპ-ლისტი ცარიელია", თუ მანამდე არაფერი დაგიმატებიათ.

მაგალითად, თუ აირჩევთ "Gin Tonic" და "B52", ისინი ავტომატურად გადავა მარცხენა მხარეს, სტოპ-ლისტის სიაში, ხოლო მენიუს ღილაკებზე გაჩნდება წითელი ძახილის ნიშანი (!).

სტოპ-ლისტის სრულად გასასუფთავებლად (თუ მარაგები შეივსო), ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს "გასუფთავება".

ხოლო თუ გსურთ მხოლოდ კონკრეტული პროდუქტის ამოღება სტოპ-ლისტიდან (მაგალითად, "B52"), მარცხენა სიაში ამ პროდუქტის გასწვრივ დააჭირეთ წაშლის (ნაგვის ურნის) ღილაკს.

სტოპ-ლისტში დამატებული პროდუქტი გაყიდვების (შეკვეთის მიღების) ეკრანზე ვიზუალურად დაიბლოკება წითელი "STOP" ნიშნით და მიმტანი მის შეკვეთას ვეღარ შეძლებს.

თქვენი აზრი გვეხმარება დოკუმენტაციის გაუმჯობესებაში

