აქტიური შეკვეთები
ინსტრუქცია RestIQ-ის სისტემაში მიმდინარე, ღია შეკვეთების სანახავად და სამართავად.
სისტემაში მუშაობისას ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადაამოწმოთ რესტორანში არსებული მიმდინარე შეკვეთები. ამისათვის მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:
მთავარ ეკრანზე, ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ მენიუს ღილაკს.

ჩამოშლილ მენიუში იპოვეთ და აირჩიეთ ღილაკი "აქტიური შეკვეთები".

ეკრანზე გამოჩნდება ყველა მიმდინარე, დაუხურავი შეკვეთის სია. აქ შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინფორმაცია თითოეულ შეკვეთაზე: მაგიდის ნომერი, სტატუსი (მაგ. "ახალი შეკვეთა", "ამობეჭდილია"), შეკვეთის დაწყების დრო, მიმდინარე თანხა და მომსახურე პერსონალი.

თქვენი აზრი გვეხმარება დოკუმენტაციის გაუმჯობესებაში

